გთავაზობთ

Drone In action

ააფრინე

სარეკლამო კომპანია „ალაზანა პროდაქშენი" კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საიმიჯო ვიდეო რგოლების, ვიდეო რეკლამებისა და დოკუმენტური ფილმების გადაღებას დრონის გამოყენებით. ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ჩვენს დამკვეთს ეხმარება მოახდინოს დადებითი შთაბეჭდილება მომხმარებელზე ან ადგილი დაუმკვიდროს თავის ახალ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე.

Video Production

გადაიღე

გსურთ ვიდეო პროდუქციის შექმნა ბრენდის ან პროდუქციის წარმოსაჩენად ან საინტერესო იდეის განსახორციელებლად? - „ალაზანა პროდაქშენი" დამკვეთს ეხმარება ნებისმიერი სახის სარეკლამო პროექტის განხორციელებაში.

Video Editing Works

დაამონტაჟე

„ალაზანა პროდაქშენი" გთავაზობთ ვიდეო-მონტაჟს. ჩვენი ვიდეო პროდუქცია გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ხარისხით, არამედ - ვიდეო გადაღების პროფესიონალური მანერით და მასალის მაღალი სტანდარტებით დამუშავებით.

Colours and Special Effects

გააფერადე

ვიდეო-მონტაჟის გარდა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო და ფოტო მასალის დამუშავებას. ფერების კორექციას, გამოსახულების გაუმჯობესებას. ჩვენ დაგეხმარებით, ფოტო და ვიდეო მასალა ვიზუალურად მეტად ეფექტური, ხარისხიანი და სრულყოფილი გახდეს.

Prints and Polygraphs

დაბეჭდე

ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის ბეჭდვით დიზაინს, ფლაერებისთვის, პოსტერებისთვის, შტენდერებისთვის და მენიუს ბილბორდებისთვის.

Product Photography

აღბეჭდე

თანამედროვე ტექნიკა და პროფესიონალთა ჯგუფი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენი პროდუქტი აღვბეჭდოთ ფოტო და ვიდეო მასალაზე სწორად შერჩეული განათების, პროფესიონალური ხედვის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

advertising ads in social networks

გამოფინე

მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებში პროდუქტის აქტიურად და სწორად წარმოჩენა. ჩვენ დაგიმზადებთ მაღალი ხარისხის Facebook და Google გვერდებზე განსათავსებელ ბანერებს და პოსტერებს, რომელნიც მომხმარებელზე დადებით გავლენას ახდენენ.

Sound Tracking

გაახმოვანე

ჩვენი კომპანია სტუდიური დონის აუდიო მომსახურებასაც გთავაზობთ. თუ სარეკლამო რგოლისთვის, გადაცემისთვის ან სხვა მიზნებისთვის ხმის ჩაწერა გსურთ, ჩვენ დაგიმზადებთ საუკეთესო ხარისხის აუდიო ჩანაწერს.

Advertise Anywhere

გაავრცელე

ნებისმიერი პროდუქტის თუ მომსახურების პოპულარიზაციისთვის და წარმატებისთვის აუცილებელია საუკეთესო რეკლამა. „ალაზანა პროდაქშენის" პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ თქვენი პროდუქციის სატელევიზიო, რადიო და ციფრული რეკლამის განთავსებაში.

www.alazanaproduction.ge