კლიენტთა კომენტარები

გიორგი თარგამაძე

- დოქტორი, ჟურნალისტი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი

ბევრი არ მიფიქრია, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის ახლად შექმნილი ვიდეო სტუდიის დიზაინის შექმნა დაგვჭირდა. „ალაზანა პროდაქშენ“-ის დამფუძნებელს, ირაკლი ალაზნისპირელს, წლებია ვიცნობ, როგორც ამ დარგში მოღვაწე საუკეთესო პროფესიონალს, პასუხისმგებლიან და თანამედროვე გემოვნებით გამორჩეული სტილის მქონე დიზაინერს. „ალაზანა პროდაქშენ“-ის ნამუშევრებს სისტემატურად ვადევნებ თვალს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც ხედვის ორიგინალობის, ასევე ტექნოლოგიურ სიახლეებთან მომენტალური ადაპტაციის თვალსაზრისით გამორჩეული ხელწერის მქონე შემოქმედებითი ჯგუფია. მათთან მუშაობა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს და მოლოდინს ამართლებს.

ბესო სოლომანაშვილი

- კინო რეჟისორი

ეს კაცი, რომელსაც ყველა ალაზანას ეძახის, ისე, კი ირაკლია ალაზნისპირელი, ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი, ჯერ სად ჰქონდა ეს „ალაზანა პროდაქშენი“. ჯერ, იმედში ის მახსოვს რომ თუ ვინმეს კაი პრომო უნდოდა, ალაზანამ გაააკეთოსო - დირექტორის დონეზე მიდიოდა ჩაწყობა და ამბავი. სწრაფი, გემოვნებიანი, მუსიკალური, პასუხისმგებლობით, მშრომელი... თუმცა მომთხოვნი და თავისი საქმის ფასის მცოდნე. ამიტო არ ვეშვები, არც იმედში ვეშვებოდი, არც მერე... იცი რო კომპლექსში გააკეთებს ყველაფერს. ააწყო თავისი წარმოება, ამაშიც ნიჭი გამოიჩინა, კარგი ტექნიკა შეიძინა, კარგი ჯგუფი ყავს და მართლა მაგარი სიამოვნებაა ალაზანასთან მუშაობა, - იცი რო ხარისხი აქ, იცი რო დროზე ჩაგაბარებს და იცი რომ ფასზეც მოელაპარაკები, თუმცა თუ არ იცით მისი შრომის ფასი, გირჩევთ ჯერ გაერკვეთ და მერე მიხვიდეთ.

მოკლედ იმუშავეთ რა ალაზანა პროდაქშენთან, არ წააგებთ!

 

ირაკლი ხუციშვილი

- რეჟისორი

ცივილიზებულ საზოგადოებაში, პროფესიონალიზმის შეფასება ხდება ერთი და იგივე სტანდარტით. სწორედ ამ უნარების მიხედვით ხარისხდება და განისაზღვრება მათი ადგილი იერარქიულ კიბეზე. ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩემს თვალწინ იბადებოდა ამ უნარების მქონე კომპანიები, რომელსაც სათავეში ედგათ წარმატებული და გამოცდილი ლიდერები. ისინი როგორც წესი, გარშემო იკრებდნენ ნიჭიერ ადამიანებს. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ირაკლი ალაზნისპირელი და მისი კომპანია „Alazana Production". ადრეც და ახლაც, ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი ამ ადამიანს, რადგანაც ვაფასებ მის ხედვას და დამოკიდებულებას საქმის მიმართ. ვენდობი მის გემოვნებას, ხარისხის სტანდარტს, რომ აღარაფერი ვთქვა მის დადებით პიროვნულ თვისებებზე. მინდა წარმატება ვუსურვო სარეკლამო კომპანიას „Alazana Production" და მის შემოქმედებით ჯგუფს. იმედს ვიტოვებ ბევრჯერ მოგვიწევს თანამშრომლობა, რაც ძალიან მახარებს... პატივისცემით! ირაკლი ხუციშვილი.

ნათია აბრამია

- მედია მენეჯერი

რამდენიმე წელია პერიოდულად მიწევს ირაკლი ალაზნისპირელთან მუშაობა და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები მის მაღალ პროფესიონალიზმში. როდესაც საშუალება მაქვს ავირჩიო ვისთან ვითანამშრომლო, ყოველთვის გამოვარჩევ ირაკლის. პარტნიორებს ვურჩევ საქმე ირაკლისთან დაიჭირონ, რადგან ვენდობი მის პროფესიონალიზმს. ირაკლი ყოველთვის დიდ დროს უთმობს ამოცანის დაზუსტებას, ის მონდომებით აზუსტებს პროექტის მიზნებს და მუდმივად გიკონკრეტებს როგორ ვადებში მოგაწვდის ნამუშევარს. ირაკლის შეუძლია ადაპტირება და დამკვეთის გემოვნებასა და სტილთან მორგება.

ზაზა შენგელია

- „ბრავო რეკორდის" პრეზიდენტი

„ალაზანა პროდაქშენი" პროფესიონალი თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდია, სანდო და ნიჭიერი კაცის მეთაურობით, რომელიც ირაკლი ალაზნისპირელია. მე მას ვენდობი და შემიძლია თავისუფლად ვანდო საქმე, რომელსაც ეჭვის გარეშე ვიტყოდი შეასრულებდა უნაკლოდ, მაღალ დონეზე და გაამართლებდა ჩვენს მოლოდინს. მინდა წარმატება გისურვოთ, მაგრები ხართ მართლაც ძალიან!

სალომე მახარაძე

- კომპანია „up"-ის დამფუძნებელი

„ალაზანა პროდაქშენ"-თან ერთად მუშაობა ნიშნავს კომფორტის ზონაში, პროფესიულ „განავარდებას“. აქ ბევრი ჟანგბადი, ფერები, ფერადი დეტალები, მაღალი ენერგეტიკა და უამრავი სხივია. ყველაფერი ეს ბოლოს თავს იყრის დამკვეთის პროდუქტში. აქ გისმენენ, გთავაზობენ, გეკამათებიან და თანხმდებით საუკეთესოზე. მერე კი იქმნება ეს საუკეთესო. მთავარია, რომ გუნდი ისევე ზრუნავს მაღალ ხარისხზე, როგორც - დამკვეთი!

რუსა დათუკიშვილი

- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ალაზანა პროდაქშენი არის პროფესიონალთა გუნდი, საუკეთესო ოპერატორებითა და მემონტაჟეებით. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ თამამად შეგიძლიათ მიანდიოთ სამუშაო. მინდა ავღნიშნო გუნდის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება,რაც მათ გადაღებულ ვიდეოებში კარგად ჩანს. დიდი მადლობა შესრულებული სამუშაოსთვის.

მაიკო ებრალიძე

- პიარ მენეჯერი

თუ გაქვთ სურვილი შეხება გქონდეთ განსხვავებულთან, განსაკუთრებულთან, ხარისხთან და რაც მთავარია, თავი იგრძნოთ პროფესიონალების გარემოცვაში, აუცილებლად მიმართეთ „ალაზანა პროდაქშენ"-ს - საუკეთესო გუნდი კრეატიული იდეებით. მიმუშავია და ვიცი, რას ნიშნავს იყო „ალაზანა პროდაქშენ"-ის პროდუქტის დამკვეთი! ბევრი წარმატება თქვენ.

ქეთი ვაშაკიძე

- შპს „ჩირინა"-ს დირექტორის მოადგილე

ჩვენმა კომპანიამ ითანამშრომლა „ალაზანა პროდაქშენ"-თან „ბიუ-ბიუ“-ს ერთ-ერთი სარეკლამო რგოლის შექმნის კუთხით. ნამდვილად აღსანიშნავი იყო „ალაზან პროდაქშენ"-ის მთელი გუნდის შემართება, მონდომება მაქსიმალურად საინტერესო პროდუქტის შექმნაში. წარმატება და ბევრი საინტერესო პროექტი მინდა ვუსურვო მთელ შემოქმედებით ჯგუფს.

სალომე გელუტაშვილი

- საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

„ალაზანა პროდაქშენ"-ის გუნდთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის. მათი ნამუშევარი ზუსტად ასახავდა იმას, რისი თქმაც გვინდოდა მომხმარებლისთვის. პროფესიონალების გუნდი, კრეატიული და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ დამკვეთთან და უმაღლესი ხარისხის ნამუშევარი.

აკაკი კალმახელიძე

- სამშენებლო კომპანია "ანაგი"-ს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

„ალაზანა პროდაქშენ"-მა ჩვენი კომპანიის დაკვეთით 2018 წელს დაამზადა ვიდეო რგოლი. მჭიდრო ვადების და რიგ შემთხვევებში ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ეფექტების მიუხედავად, „ალაზანა პროდაქშენ"-მა მიცემულ ამოცანას თავი კარგად გაართვა.

ნინო ჟიჟილაშვილი

- ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.

ვიცნობ ამ ჯგუფს. პროფესიული შეხებაც არაერთხელ მქონია. შემიძლია დავახასიათო, როგორც გემოვნებიანი, თანამედროვე და კრეატიული.

ნინო კეკელიძე

- პროდიუსერი

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კრეატიული, გემოვნებიანი, მაღალი ხარისხის პროფესიონალების გუნდი, რომელსაც შეგიძლია ანდო შენი წარმატება! წარმატებები თქვენ.

დევი ქიტუაშვილი

- აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი

ვიდეო რგოლისა და ფოტო გადაღების პირველადი დანიშნულება ღონისძიების დოკუმენტირება უნდა ყოფილიყო. რეზულტატი იმდენად მაგარი აღმოჩნდა რომ რგოლს აფროსნობის პოპულარიზაციისთვის ვიყენებთ. მადლობა „ალაზანა პროდაქშენ"-ს!

ნინო ბესელია

- ტურ ოპერატორი „კაპიტანი +"-ის მარკეტინგის მენეჯერი

„ალაზანა პროდაქშენ"-ს და ტურ ოპერატორ „კაპიტან პლუს"-ს შორის პირველად თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ შედგა. ირაკლიმ სარეკლამო ვიდეო რგოლი დაგვიმზადა ფაქტიურად ერთ ღამეში, რგოლი გამოვიდა ეფექტური და ინფორმაციული, ისეთი, როგორიც გვინდოდა. მასთან მუშაობა იყო ძალიან კომფორტული. ეტყობა, რომ ნამდვილი პროფესიონალია თავისი საქმისა! წარმატებას ვუსურვებ მას და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას....

კობა ალხაზაშვილი

- „დუდა თრეველ"-ის დირექტორი

მე, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ძალიან კმაყოფილი ვარ „ალაზანა პროდაქშენ"-თან ურთიერთობით. ჩვენი თანამშრომლობა დასაწყისიდანვე ნაყოფიერად დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება. კომპანია წარმატებით ასრულებს ნებისმიერი სახის შეკვეთას და მოწინავეა მის სფეროში. მისი წინსვლა და წარმატება პროგრესირებადია დღითიდღე და მაღალ ნიშნულს აღწევს. მიხარია, რომ „ალაზანა პროდაქშენ"-ის პარტნიორი ვარ. ისინი მუდამ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს, რაც გამორჩეულს ხდის მათ ბაზარზე. მინდა წარმატება ვუსურვო.

ინგა ბაჯელიძე

- პიარ მენეჯერი

„დიჯიტალ TV“ „ალაზანა პროდაქშენ"-თან, უკვე ერთ წელზე მეტია, აქტიურად თანამშრომლობს. დროა, მადლობა გადავუხადოთ, ოპერატიულად შესრულებული ყველა ხარისხიანი ნამუშევრისთვის, რასაც ამ დროის განმავლობაში ვიღებდით. „ალაზანა პროდაქშენი“ საკუთარი ორიგინალური ხედვით, იდეას, ყოველ ჯერზე, აქცევს ისეთ შედეგად, რაც მასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს მუდმივად გვიტოვებს.

ნათია შუბითიძე

- რუსთავი2-ის მთავარი დიზაინერი 1994-2017 წლები. ამჟამად, ტვ პირველზე მთავარი დიზაინერი.

„ალაზანა პროდაქშენ"-თან ურთიერთობა - გადაცემა „პირველამდე“-ს გრაფიკული შეფუთვა, ძალიან კომფორტული და ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიღებული პროდუქტი ზუსტად შეესაბამება პირველად დაკვეთას! ირაკლი ალაზნისპირელი არის ზედმიწევნით ორგანიზებული ადამიანი, მას გააჩნია უნარი სწორად დაგეგმოს პროექტის დრო და ეფექტურად იმუშაოს შეზღუდულ ვადებშიც კი; ამასთან ერთად ის ზედმიწევნით პოზიტიური ადამიანია, რაც მასთან თანამშრომლობას ძალიან სასიამოვნოს ქმნის!!! დიდი მადლობა ირაკლი!!!

მირანდა მაისურაძე

- რესტორან „თავადურის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი

ვფიქრობთ, როგორც ძვირფასი სამოსი წარმოაჩენს ადამიანს ღირსეულად, ასევეა პროდუქტისთვის რეკლამა, ამიტომ რესტორანმა „თავადური“, საიმიჯო ვიდეო რგოლის გადაღება „Alazana Production” -ს დაუკვეთა. პროფესიონალებით დაკომპლექტებული მეგობრული გუნდი, მაღალი ხარისხი და სწორი ხედვა! სარეკლამო ინდუსტრიის ლეგენდა, დევიდ ოგილვი წერდა, „თუ რეკლამაზე ლაპარაკობენ, ეს ნიშნავს, რომ ცუდი რეკლამაა, თუ - პროდუქტზე, ესე იგი კარგი რეკლამა.” ჩვენზე ბევრს საუბრობენ ქალაქში... რეკლამამ გაამართლა.. მადლობა „ალაზანა პროდაქშენს".

დავით გერსამია

- პროდიუსერი, რეჟისორი

„ალაზანა პროდაქშენ"-თან თანამშრომლობა არის პროდუქტიული და წარმატებული გამოცდილება. ახალგაზრდა პროფესიონალების ჯგუფი კლიენტის მოთხოვნაზე და გემოვნებაზეა ორიენტირებული, რომელთა ხელმძღვანელი ირაკლი ალაზნისპირელია, იგი მუშაობს მაღალი ხარისხის სარეკლამო პროდუქციის შექმნაზე და მასთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებ. მადლობა „ალაზანა პროდაქშენ"-ს.

რატომ "ალაზანა პროდაქშენი"

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კრეატიული, გემოვნებიანი, მაღალი ხარისხის პროფესიონალების გუნდი, რომელსაც შეგიძლია ანდო შენი წარმატება!

აღსანიშნავია ალაზანა პროდაქშენის მთელი გუნდის შემართება, მონდომება მაქსიმალურად საინტერესო პროდუქტის შემქნაში.

„ალაზანა ფროდაქშენთან“ ერთად მუშაობა ნიშნავს კომფორტის ზონაში, პროფესიულ „განავარდებას“.

აქ გისმენენ, გთავაზობენ, გეკამათებიან და თანხმდებით საუკეთესოზე. მერე კი იქმნება ეს საუკეთესო. მთავარია რომ გუნდი ისევე ზრუნავს მაღალ ხარისხზე როგორც დამკვეთი !