კონიაკი მზადდება მშრალი ღვინის დისტილაციით და მუხის კასრებში ხანგრძლივი პერიოდი ჩერდება. მუხის კასრების ხარისხი და მუხის ჯიში მნიშვნელოვანია კონიაკის უმაღლესი ხარისხის მისაღებად. კონიაკის ხარისხი არა მხოლოდ უნიკალური ქართული ყურძნის შერჩეულ ჯიშებზეა დამოკიდებული, არამედ ქართული მუხის საუკეთესო ჯიშებზეც, რის შედეგადაც მუხის კასრებში ხდება სასმელის სრულფასოვანი დაძველება.