როგორც ამერიკული რეკლამის ერთ-ერთი დაამაარსებელი ლეო ბერნეტი იტყოდა - „უბრალოდ, შექმენით კარგი რეკლამა და ფული თავისით მოვა“. დღეისათვის ყველა კომპანია თუ ინდივიდუალური დამკვეთი იზიარებს იმ ფაქტს, რომ კარგი რეკლამა პროდუქციის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დიდი სიფრთხილით ირჩევენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც მათი პროდუქტისთვის კარგ რეკლამას შექმნიან. თითოეული დამკვეთი შემსრულებელ კომპანიას სხვადასხვა გზით ირჩევს. სასურველი კომპანიის არჩევის აპრობირებული მეთოდი კონკურსია.
კომპანია „Sushi24.ge“-მ სწორედ ამ მეთოდს მიმართა, როდესაც რეკლამის დამზადება „ალაზანა პროდაქშენს“ მიანდო. 2018 წლის ივლისში თბილისის ერთ-ერთმა ცნობილმა სუშის მწარმოებელმა გამოაცხადა კონკურსი. კონკურსში მონაწილე სარეკლამო კომპანიებს უნდა გადაეღოთ 5 სახეობის სუში, თვითოეული სამი სხვადასხვა რაკურსით. კონკურსის ჩატარების შემდეგ ,,ალაზანა ფროდაქშენის” მიერ გადაღებული ფოტოებს დიდი წარმატება და გამარჯვება ხვდა წილად, რომელნიც განთავსდნენ „Sushi24.ge“-ს ვებ გვერდზე.